სტამბოლში, 19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა
1759916398
ყველას აქვს ნანახი, ბოლო ერთი წლის მანძილზე, როგორ აწამებენ და როგორ აკავებენ ადამიანებს უმიზეზოდ და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არსებობს, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ალბათ, გარკვეულ მცირე ჯგუფს ჰქონდა ის ინფორმაცია, რაც სხვებს არ ჰქონდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ალბათ ყველაფერი მალე გაირკვევა.
„მე ეს ინფორმაცია, სპეცრაზმის ხალხის მხარეს შესაძლო გადასვლა, არ მქონია. რადგან ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა, უბრალოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს ფარდა აეხდება და ვინც იცის ეს ამბავი, ყველაფერს უფრო მეტად ნათელს მოფენს. თვითონ ორგანიზატორმა, ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც თქვა, რომ არანაირ შტურმში მონაწილეობას არ იღებდა. საზოგადოების უდიდეს ნაწილს კარგად აქვს გაანალიზებული, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და ამ დიქტატურის დამყარების დროს ტვირთი და პასუხისმგებლობა იმ რეჟიმს ეკისრება, რომელიც ადამიანებს ჩაგრავს და ძალადობს. ყველამ კარგად იცის, რომ ადამიანების კონკრეტული ჯგუფი ინფორმაციას ფლობდა, აქციის ორგანიზატორებმა პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენეს და პირადი თავგანწირვა იყო ისიც, რომ მხოლოდ თვითონ აიღეს ასეთ საკითხზე პასუხისმგებლობა. გეგმას რომ არ აზიარებდნენ, ძალიან გასაგებიც იყო, რადგან როდესაც გეგმავ აქციას, რაც უფრო ნაკლებმა ადამიანმა იცის ამის შესახებ, დემონსტრაციისთვის უკეთესია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.