საქართველოში ამინდი იცვლება – სად იქნება ჭექა-ქუხილი და სად გაძლიერდება სიცხე
1785321335
ჯო უილსონის განცხადებები ანტიქართულია. მის მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გაფუჭებას ემსახურება. ამ ადამიანს ყოველ კვირაში ახალი იდეები აქვს, ხან ჩინეთიზაციას გვაბრალებს, ხან რუსეთიზაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯო უილსონს საქართველო არ უყვარს და პროცესების ესკალაციას ცდილობს.
„ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბოს და რა გადატვირთვაზეა საუბარი? ჯო უილსონს გადატვირთვა არ მოსწონს და ეს არ ახარებს როგორც მას, ასევე მის დამკვეთებს. „დიფ სთეითის“ მიზანია, საქართველო რაც შეიძლება დაკნინებული იყოს ამერიკის ხელმძღვანელობის წინაშე, რომ ურთიერთობა არ გადაიტვირთოს. ახალ კანონპროექტს თუ აინიცირებს, ამის მიზანი იქნება, დამკვეთებს დაანახოს, როგორ არ შეუძლია საქართველოს ამერიკასთან პარტნიორობა. ამ ადამიანს ფულს უხდიან და ასე ამიტომ აქტიურობს. ჯო უილსონს კონკრეტული აქტის დაინიცირებაში კონკრეტულ თანხას უხდიან და ამიტომ არის ასეთი აჟიტირებული“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.