აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა
1786356322
მაშინ, როდესაც ჩვენ გვადანაშაულებს ევროკავშირი დღევანდელი ბრიუსელი განსაკუთრებით საფრანგეთი და მისი ხელისუფლება, რომ ჩვენ თურმე რუსული გავლენების ქვეშ ვართ და სანქცირებულ ტვირთებს ვატარებთ და ა.შ, დღეს კი ვხედავთ, რომ საფრანგეთი და ევროკავშირი პირიქით ზრდის ბუნებრივი აირის მოხმარებას რუსეთისგან და ხვალ ალბათ პოლიტიკურადაც დალაგდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, რომლითაც გამოეხმაურა გერმანული გამოცემის სტატიას, რომ ევროპამ რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა.
მისივე თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი.
„ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ გვიკრძალავენ, იმას აკეთებენ თვითონ. რატომღაც რაც ჩვენთვის მიუღებელია, ის მათთვის აუცილებლად მისაღებია. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი და ხელის გადაგრეხის პოლიტიკა საქართველოსთვის, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
გამოცემა WELT-ი წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 14%-ით გაზარდეს.