ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
1764953690
კარგია, რომ ამაზე საუბარი ხდება მაღალი ტრიბუნიდან. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ჩვენ ვიყავით მართალი და ჩვენს ქვეყანასთან ძალიან ბევრი ტყუოდა სინამდვილეში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
იგი ამგვარად აფასებს აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის, სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლოურენს უილკერსონის განცხადებებს.
როგორც ცნობილია, უილკეროსნმა გლენ დისენის პოდკასტში განიხილა, როგორ მოქმედებდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და ჯარის წარმომადგენლები „ენჯეოების“ გამოყენებით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
იონათამიშვილის თქმით, საკითხებზე, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა, სულ უფრო მეტად საუბრობენ ვაშინგტონში.
„რასაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების წინ, დღეს სულ უფრო მეტად საუბრობენ ვაშინგტონში და იმეორებენ იგივე საკითხებს. ასე იყო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ USAID და NED სინამდვილეში სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენებოდა არა დემოკრატიის გასაძლიერებლად, არამედ პირიქით - სუვერენიტეტისა და დემოკრატიის ძირის გამომთხრელი საქმიანობის წარსამართად. ასე იყო, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით ოჯახური ღირებულებების დაცვაზე და შემდეგ უკვე ოფიციალურ ვაშინგტონში, ლონდონში და სხვაგან მოუხდათ იმაზე საუბარი, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იგივე პროცესები იყო.
ჩვენ ვსაუბრობდით ფაქტებით, რომ USAID-ისა და NED-ის თანხები გამოიყენებოდა სწორედ ისეთ საქმიანობაში, რომელიც თავისი შინაარსითა და არსით - თუნდაც ჩვენი ქვეყნის მაგალითზე - თავს ახვევდა ჩვენს ქვეყანას პოლარიზაციას, რადიკალიზმს, შიდატერორიზმის წამახალისებელი იყო და ეს არის ფაქტი.
კარგია, რომ ამაზე საუბარი ხდება მაღალი ტრიბუნიდან. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ჩვენ ვიყავით მართალი და ჩვენს ქვეყანასთან ძალიან ბევრი ტყუოდა სინამდვილეში. ჩვენ ამ ყველაფერს დავუპირისპირეთ სწორედ გამჭვირვალობის, სიმართლის პრინციპი. ფაქტია, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება არის ინფორმირებული და მისი მიტყუება, მორევა და დამარცხება უცხო ძალებს არ შეუძლიათ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
1764953690
ხანძარი რუსთავში - არის მსხვერპლი
1764952194