ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუჰაიასთან. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებით და მზად არის, ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელჩს საქართველოში წარმატებული დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.

შეხვედრას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე დაესწრნენ.