ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს ეწვია.
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევი პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას.