თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
"დღეს იწყება საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
გიორგი ზურაბაშვილის თქმით, საქართველოსა და სლოვაკეთს დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები აქვს.
"დღეს იწყება საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან, რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია.
გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი", - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრები ბრატისლავაში დღეიდან იწყება. მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთში გუშინ გაემგზავრა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგება. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, ასევე მედიისთვის ერთობლივი განცხადების გაკეთება. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, ბრატისლავას ისტორიული ციხესიმაგრე, საქართველოს დროში ფერებში განათდა.