გვენეტაძე: ფულის სიყვარულმა ოდესღაც წამყვანი მედიები იმდენად დააკნინა, რომ შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ

გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ეხმიანება აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მან უარყო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის შეფასებებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის მიზნებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში.

გვენეტაძის თქმით, ორი „სიცრუის მანქანა“ - BBC და Reuters, ერთმანეთს ეჯიბრება სიყალბის ტირაჟირებაში და სასურველის რეალობად წარმოჩენაში.

„BBC“ და „Reuters“-ი, ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის რუპორებად ქცეული ეს ორი სიცრუის მანქანა, ერთმანეთს ეჯიბრება სიყალბის ტირაჟირებაში და სასურველის რეალობად წარმოდგენაში. უეჭველია, რომ ამ უსაშველოდ გადაგვარებულ, ფულის გამო ყოველგვარ ავაზაკობაზე წამსვლელ საინფორმაციო საშუალებებს ერთი პატრონი ჰყავთ. ისინი დაკვეთით ჰიტლერს უდიდეს დემოკრატად, ხოლო ბაიდენს 35-წლიანი შემოქმედებითი „გაფურჩქვნის“ პერიოდში მყოფ კონსერვატორ პოლიტიკოსად წარმოაჩენენ.

ფულისადმი სიყვარულმა ოდესღაც მსოფლიოს წამყვანი, ფლაგმანი მედია-საშუალებები იმ დონემდე დაიყვანა, რომ თვალის დაუხამხამებლად შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ“, - წერს გვენეტაძე.