შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
სარჩელში მითითებულია უამრავი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“ და „ლელო“ ანტიკონსტიტუციური ძალებია, - აცხადებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.
„სარჩელში მითითებულია უამრავი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“ და „ლელო“ ანტიკონსტიტუციური ძალებია. ქართულ პოლიტიკაში იქნება შესაძლებლობა, პოლიტიკურად აქტიურმა პირებმა შექმნან პარტია, ან არსებული გააძლიერონ და შესთავაზონ ალტერნატიული ხედვები შესთავაზონ, განსხვავებული ხელისუფლებისგან და ქართული ოპოზიციური სპექტრის ადგილი დაიკავონ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პარლამენტში დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ.