1762805268
გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქვეყნის საწინააღმდეგოდ ჩვენებებს აძლევს და განცხადებებს აკეთებს
რადიკალური ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იგივეს აკეთებს, რასაც ევროკავშირის წევრობის სტატუსზე აკეთებდა, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ჩვენებებს აძლევენ და განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში აღიარებენ, რომ მათთვის სასურველია საქართველოში არეულობა იყოს, რომელიც გამოწვეული იქნება იმით, თუ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციას წაართმევენ.
„რადიკალური ოპოზიცია იგივეს აკეთებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რასაც ევროკავშირის წევრობის სტატუსზე აკეთებდა. საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ჩვენებებს აძლევენ და განცხადებებს აკეთებენ. აღიარებენ, რომ მათთვის სასურველია საქართველოში არეულობა იყოს, რაც იმით იქნება მიღწეული და გამოწვეული, თუ ვიზალიბერალიზაციას ქვეყანას წაართმევენ და არა, ხელისუფლებას, რადგან უვიზო მიმოსვლა ქვეყანამ მიიღო და არა, მხოლოდ ხელისუფლებამ. მოლოდინი გვაქვს, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს. მართალია, ბოლო წლებია, უსამართლობა მძლავრობს, მაგრამ გამარჯვებული სამართლიანობა იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.











