ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1776628283
ეს ის საკითხია, სადაც ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა, როგორც „ხალხის ძალას“, ასევე „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომ ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს „ფედერალისტებიც“ დაემატება.
მიისვე თქმით, „ნაცმოძრაობა“ რაც მალე იქნება ჩამოცილებული ქართულ პოლიტიკას, მით უფრო მალე ეშველება ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებს.
„საკონსტიტუციო სარჩელში „ფედერალისტების“ დამატების იდეა არის ის, რომ „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლები იქნებიან, ლიდერები იქნებიან, თუ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს რეჟიმი, ამ შემქმნელების ვინაობა არის მნიშვნელოვანი, თორემ პარტიას რას დაარქმევ, შინაარსში არაფერი იცვლება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნება“ ახალი კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს. ასაკრძალ პარტიათა სია იზრდება. „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალსა“ და „ლელოს“ „ფედერალისტებიც“ დაემატება.
საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1776676078