გურამ მაჭარაშვილი: ევროპაში მიხვდნენ, რომ არჩევანი აქვთ გამოსასწორებელი, თავიანთ ქვეყნებში იმ რელსებზე უნდა გადავიდნენ, რაც ეროვნული ღირებულებებსა და სუვერენიტეტის დაცვას ნიშნავს

გურამ მაჭარაშვილი

ბრიუსელის ევრობიუროკრატია კრიზისშია შესული. ამერიკის ხელისუფლებასთან სერიოზულ დაპირისპირებაში არიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველთვის არსებობს რწმენა, რომ ევროპის სახელმწიფოები რეალურ ღირებულებებს დაუბრუნდებიან.

„ევროპელების ეს კვლევა „ხალხის ძალის“ განცხადებებს მახსენებს. სწორედ იმას ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, ევროპაში ევროპული ღირებულებები იკარგებოდა. კარგია, სამი წლის თავზე რომ მიხვდნენ. იმის რწმენა ყოველთვის არსებობს, რომ თუ ღირებულებებს გადახედავენ, ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობა რეალურ ღირებულებებს დაუბრუნდება. კარგია, ევროპის აბსოლუტური უმრავლესობა მიხვდა, რომ თავიანთი არჩევანი გამოსასწორებელი აქვთ, ჯერ ხელისუფლებებში და შემდეგ რაღაც გაერთიანებებში უნდა დაიცვან საზოგადოების ინტერესები. ეს ის პრინციპია, რის საფუძველზეც ევროკავშირი შეიქმნა და არა ის, რომ ევროკავშირი კრემლის პროპაგანდას და სტრუქტურას დაამსგავსეს, რასაც იტყვის, წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულოა. ეს არც ევროპული ღირებულებაა და მით უმეტეს, არც ქართული.

ბრიუსელის ევრობიუროკრატია კრიზისშია შესული. ამერიკის ხელისუფლებასთან სერიოზულ დაპირისპირებაში არიან. აქედან გამოსავალია, რომ დაფიქრდნენ, თავიანთ ქვეყნებში იმ რელსებზე გადავიდნენ, რასაც ეროვნული ღირებულებები და სუვერენიტეტის დაცვა ნიშნავს. თურმე, ახლა მაკრონს არ მოსწონს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა საფრანგეთის სუვერენიტეტი შელახოს. ჩვენსას რომ ლახავდა, მაშინ რატომ იყო მოსაწონი?“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკომ“ სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის კვლევის შედეგები გაავრცელა. გამოკითხვის მიხედვით, „ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, მათი ქვეყნების და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო“.