გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
1752841484
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ევროკავშირის ბიუროკრატიაში სამწუხარო მოცემულობაა, რადგან ევროპულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, თანასწორობას და ეროვნულ ინტერესებს პატივს აღარ სცემენ.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპულ ბიუროკრატიაში უნდათ, რომ საქართველოში საზოგადოება რაც შეიძლება დააზიანონ, რათა შემდეგ ხელისუფლება უკანონოდ შეცვალონ.
„ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურა როდესაც ულტიმატუმის სახით საქართველოს ემუქრება, რომ თუ საქართველოში კაცების ქორწინება არ დაკანონდება, გეი წყვლილებს ბავშვების აყვანის უფლებას არ მისცემენ, არასრულწლოვანებში არ იქნება დაშვებული სქესის გადაკეთება და ომი არ დაიწყება, მაშინ, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს. რამდენიმე წლის წინ, როცა უვიზო მიმოსვლა მოგვცეს, რა არგუმენტები იყო და რა არსებობდა ევროკავშირის კანონმდებლობის საფუძველზე, რის გამოც ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია მიეცა? რა კრიტერიუმებიც იყო, ჩვენ ეს დავაკმაყოფილეთ და იქ არავის ჩაუწერია, რომ თუ თქვენ კაცების ქორწინებას არ დააკანონებთ, ბავშვებში სქესის გადაკეთებას არ დაუშვებთ და ომს არ დაიწყებთ, უვიზოს გაგიუქმებთო, იქ მსგავსი ჩანაწერი არ ყოფილა. სხვათა შორის, არცერთი სახელმწიფოს გადაწყვეტილებაში, რადგან უვიზო მიმოსვლის მიცემის და შეჩერების კრიტერიუმები სხვაა, რასაც საქართველო პირნათლად ასრულებს. ანუ, ევროკავშირის ბიუროკრატიას რა უნდა? მათი მხრიდან მხოლოდ მუქარაა. უნდათ, საქართველოში საზოგადოება რაც შეიძლება დააზიანონ, რომ შემდეგ ხელისუფლება უკანონოდ შეცვალონ. ეს არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხი კარგად აზროვნებს. მათ ესმით, რომ უვიზო მიმოსვლა საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ქვეყანა თუ არ გექნება, რა თქმა უნდა, ყველაფერი გვერდზე დარჩება. ამიტომ, ასეთი შანტაჟი არ გაუვათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.