გურამ მაჭარაშვილი ერთნაირსქესიანთა საკითხზე ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზუსტად ის რეალობა, რასაც საქართველოში არასდროს მივიღებთ

მაჭარაშვილი

ეს არის ზუსტად ის რეალობა, რასაც საქართველოში არასდროს მივიღებთ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირ სქესიან მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში.

„გვეუბნებოდნენ ვინ გაძალებთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდესო. ახლა რაღას იტყვიან, როცა ევრობიურორკატიამ, მართლმსაჯულებამ პირდაპირ დაავალა წევრსახელმწიფოებს, რომ ოჯახად მიიღონ ერთნაირსქესიანი ადამიანების დაქორწინება. ეს არის ზუსტად ის რეალობა, რასაც საქართველოში არასდროს მივიღებთ“ , - აღნიშნა მაჭარაშვილმა.