„თბილ ამინდებს ზამთრის სუსხიანი დღეები ჩაანაცვლებს“ - დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1764092231
განვლილი პერიოდის განმავლობაში ვისმენდით ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად უსუსურ რიტორიკას იმის შესახებ, რომ საკითხები, რომელზეც ჩვენ ვახდენდით აპელირებას და შესაბამის საკანონმდებლო რეფორმებს ვახორციელებდით, იყო მოგონილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
დეპუტატმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირ სქესიან მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში.
„განვლილი პერიოდის განმავლობაში ვისმენდით ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად უსუსურ რიტორიკას იმის შესახებ, რომ საკითხები, რომელზეც ჩვენ ვახდენდით აპელირებას და შესაბამის საკანონმდებლო რეფორმებს ვახორციელებდით, იყო მოგონილი, თითიდან გამოწოვილი და ა.შ. ახლა უკვე ყველამ დაინახა, რომ რეალურად ეს გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდის ტირაჟირებას, დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებას, ძალიან მწვავეა“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.