დღეიდან, საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა
1754033861
დედა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმაზე ვერ თანხმდებიან, რევოლუციური გზის რა თარიღი აირჩიონ. უკვე იმდენად არიან შოკში, ზოგი ამბობს, მშვიდობიანი რევოლუცია გვინდაო, ზოგი ამბობს ძალადობრივი რევოლუცია გვინდაო, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ოპონენტებს ახსენებს, რომ ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“ არ არსებობს.
„რომ შევახსენოთ საზოგადოებას, წლების განმავლობაში ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ეს ხალხი არჩევნებისთვის არ ემზადება, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან და რევოლუციური მიზნები აქვთ. დღეს აღიარებენ ამას, რომ დიახ, რევოლუცია უნდათ. ისე, თუ წიგნის გადაშლა დაეზარებათ, ინტერნეტში შევიდნენ - მშვიდობიანი რევოლუცია - ასეთი განმარტება არ არსებობს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.