დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
ქალაქ ახმეტაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილია სოციალური კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზარალს ითვლის.
ახმეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები.
გვიან ღამით ქალაქ ახმეტაში ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, რამდენიმე კერძო სახლსა და კომერციულ ფართს ძლიერმა ქარმა მთლიანად მოხადა სახურავი. ქარიშხალმა სახურავი გადახადა ახმეტის კულტურის სახლს, სოფელ ქისტაურში საჯარო სკოლის შენობას და სოფელ მატანში სპორტდარბაზს. ქარიშხალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები. ამასთან, სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები, რის გამოც ქალაქ ახმეტას და რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხარვეზით მუშაობს ინტერნეტი.