ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1769693762
წელს დავაინიცირებთ ანტიკორუფციული რეფორმების მეორე პაკეტს, ეს იქნება უფრო ყოვლისმომცველი, ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე კონკრეტული წესების კუთხით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შეეხება, როგორც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას, ისე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობას და აღსრულების მექანიზმებს.
„აღნიშნული შეეხება, როგორც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას, ასევე მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი გვაქვს კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, მათი ეფექტიანობა, აღსრულების მექანიზმები. ამ ცვლილებებს აუცილებლად შემოვიტანთ, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდება იგივე შესყიდვების კუთხით. ბევრი საკითხი გამარტივდება, შეიძლება, ეს იყოს შესყიდვის ახალი მეთოდები, ახალი მიდგომები, რაც როგორც შემსყიდველ ორგანიზაციებს გაუმარტივებს შესყიდვების მართვას, ასევე, დარწმუნებული ვარ, დიდ დაინტერესებას გამოიწვევს კერძო სექტორშიც. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იქნება რეფორმების კუთხით, რათა ბოლომდე შეიკრას ის ნაწილი, რაც გულისხმობს პრაქტიკის გაუმჯობესებას, პრევენციული მექანიზმების შექმნას. შესყიდვების კუთხით მნიშვნელოვანი ნაწილი წლის ბოლომდე გვექნება დარეგულირებული. მუდმივად ვაკვირდებით პროცესს, ვახორციელებთ მონიტორინგს და რაიმე გაუმჯობესების საშუალება თუ გვექნება, ყოველთვის შემოვალთ შესაბამისი ინიციატივებით“, – აღნიშნა გურამ დუმბაძემ.