დღეიდან, საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა
1754033861
პრობლემები რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების პროფესიონალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ნება გააჩნია კახა კალაძეს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სწორედ აქედან გადაწყდა, რომ მის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს „ქართული ოცნება“.
„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქალაქ თბილისში. ჩვენ თითქოს არ გვახსოვს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც თუნდაც კომუნიკაციებს ახასიათებდა. პრაქტიკულად მომსპარი იყო, მემკვიდრეობით უმძიმესი სურათი მივიღეთ. ეს ქალაქი გახდა ერთ-ერთი გამორჩეული თავისი სილამაზით და კომფორტით ევროპულ დედაქალაქებს შორის.
არის უშველებელი სოციალური პროგრამები, რომლებიც კეთდება და კარგია თუ მთელს ქვეყანაში გვექნება რესურსი გავაკეთოთ იგივე, რასაც თბილისი აკეთებს თბილისებისთვის. არც ის დაგვავიწყდეს, რომ თბილისში მოსახლეობის უდიდესი რაოდენობაა თავმოყრილი.
პრობლემები რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების პროფესიონალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ნება გააჩნია კახა კალაძეს. სწორედ აქედან გადაწყდა, რომ მის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს „ქართული ოცნება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება“ კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად დღეს წარადგენს.