ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959
ჯერ კიდევ არ იყო გაციებული ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები, ხელი მოაწერეს აბსოლუტურად გაუგებარ, მოღალატეობრივ რეზოლუციას. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ის, რაც უკარნახეს სააკაშვილს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება.
„2008 წლის წინა პერიოდში, ივლისში, აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ საომარი მოქმედებები გარდაუვალი იქნებოდა, მითუმეტეს, რუსეთის სამხედრო შენაერთების სრული მობილიზება მიმდინარეობდა როკის გვირაბთან. მიუხედავად ამისა, ძალიან საეჭვოდ, არანაირი განგაში არ ატეხილა, უშიშროების საბჭოსთვის არ მიუმართავს სააკაშვილის ხელისუფლებას და უფრო მეტიც, როდესაც ეს ომი დასრულდა, ჯერ კიდევ არ იყო გაციებული ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები, ხელი მოაწერეს აბსოლუტურად გაუგებარ, მოღალატეობრივ რეზოლუციას. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ის, რაც უკარნახეს სააკაშვილს.
მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი სტრასბურგის სასამართლოს მოგება. [„ნაციონალური მოძრაობის“] რიტორიკის შეცვლა ზოგადად კარნახმა განაპირობა. იმ პერიოდში არავის ენაღვლებოდა საქართველო და სააკაშვილიც ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს - თავის სასახლეში იყო. რუსეთის შეტევა თბილისის მიმართულებით, ეს მის მიერ მოგონილი ამბავია. რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.