გიორგი ვოლსკი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე: მე არ ვთვლი, რომ ეს აღიარებაა, ეს არის ცნობილი სქემა, რომლითაც მოქმედებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სტრუქტურები

გიორგი ვოლსკი

მე არ ვთვლი, რომ ეს აღიარებაა, ეს არის ცნობილი სქემა, რომლითაც მოქმედებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სტრუქტურები, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ლოურენს უილკერსონის განცხადებას.

მისი თქმით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მიდგომები დასაფასებელია.

„ახლა გარკვეულად იცვლება პოლიტიკა, საინტერესო მიდგომები აქვს ახალ ადმინისტრაციას, დასაფასებელია, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გამოდის კონკრეტული ტექსტით, კონკრეტული ქმედებით, კონკრეტული თანხით მანიპულირებს, რასაკვირველია ემსახურება არა საქართველოს, არამედ შემკვეთის მოთხოვნებს და ეს მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში საქართველოს ინტერესებს უპირისპირდება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ლოურენს უილკერსონმა აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორის გლენ დისენის პოდკასტში აშშ-ის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებაზე ისაუბრა.