„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა...“ - საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
1791920869
მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი ევროკავშირის გაფართოებისა და საერთო კლიმატური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტს გამოეხმაურა.
„ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, ვინც ამ საკითხებზე სერიოზულად მსჯელობს თავის მოქალაქეებზე, მსოფლიოს გადარჩენაზე და ამას მხარს უჭერს, ყველა ხედავს საქართველოს საგანგებო მნიშვნელობას როგორც საკვანძო ქვეყანას ამ პროცესებში - იქნება ეს კლიმატის თემა, სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანზიტო მიმოსვლები. რასაკვირველია, მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.