„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი აფასებს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელიც გლოვის დღეებშიც არ შეწყვეტილა.
„ეკლესიის მიმართ შეტევა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ სტრატეგიისა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებულ შეთქმულთა გუნდს გააჩნია - გაილანძღება მეუფე შიოც, გაილანძღება ყველა, ვინც აღიარებს იმას, რომ ქვეყანა უნდა გადარჩეს, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა შესანარჩუნებელი. აქ ყველაფერი ითქმება, რომ ეს არის რუსეთის აგენტურა, რომ რუსეთზე მუშაობს ქართული ეკლესია და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ამას არ უნდა შევუშინდეთ, მით უმეტეს, როდესაც ვიხილეთ, თუ სად დგას საქართველოს მოსახლეობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.