გიორგი ვოლსკი: აუცილებლად იქნება მცდელობა ისეთი მძიმე პროვოკაციის, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელწერას ზუსტად შეესაბამება

გია ვოლსკი

 აუცილებლად იქნება მცდელობა ისეთი მძიმე პროვოკაციისა, რომელიც ზუსტად შეესაბამება ხელწერას, რომელიც გააჩნდა ნაცმოძრაობის, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა 4 ოქტომბრისთვის რადიკალური ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ გეგმებს.

„ამ სიტუაციაში ეს ადამიანები ვერანაირად ვერ შემოიკრებენ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას“, - აღნიშნავს ვოლსკი.

არჩევნებამდე 1 დღე რჩება. მმართველი გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება, რადიკალური ოპოზიცია კი რადიკალური აქციისთვის. 4 ოქტომბერს „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით იმართება აქცია, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობაა. დაანონსებულია ძალადობრივი ქმედებები.