„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
რუსეთმა ორჯერ გამოაცხადა ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც ცდილობს ბლოკური დაპირისპირების საფუძვლების აღმოფხვრას და საერთო უსაფრთხოების სივრცის შექმნას, ორჯერ გამოაცხადა ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა. პირველად ეს 1954 წელს იყო, მეორედ კი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მოსკოვში ვიზიტის დროს და ორივეჯერ, ფაქტობრივად, კატეგორიულად უარი მივიღეთ“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, 35 წლის წინ, როდესაც ცივი ომის დაპირისპირება დასასრულს უახლოვდებოდა, არსებობდა ნამდვილი თანამშრომლობის ეპოქის იმედი.
„ჩანდა, რომ აღარ არსებობდა იდეოლოგიური თუ სხვა დაბრკოლებები, რომლებიც ხელს შეგვიშლიდა კაცობრიობისთვის საერთო პრობლემების ერთობლივად გადაჭრაში და ასევე – გარდაუვალი დავებისა და კონფლიქტების ურთიერთპატივისცემასა და ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე მოგვარებაში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.