„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც, - განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
მან ელექტრონული აპარატების ტექნიკური საკითხებიც განმარტა და აღნიშნა, რომ კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. აქვე შეგახსენებთ, რომ კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. ამასთანავე, კავშირი ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის, ისევე როგორც კავშირი ვერიფიკაციის აპარატსა და ბიულეტენს შორის არ არსებობს, რაც ფარულობის უზრუნველყოფის კიდევ ერთი წინაპირობაა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლო ტექნიკური შემთხვევები გათვალისწინებულია და კენჭისყრა არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება.
„საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა.
დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს ზედმიწევნით დაიცვან კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.