ლოს ანჯელესში ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

ძლიერი აფეთქება

ლოს ანჯელესში ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

როგორც „როიტერი“ წერს, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.

აშშ-ში Chevron-ის ელ-სეგუნდოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტია.

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ოფისის ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ოფიციალური პირები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.