გიორგი ვაშაძე სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში - მოსამართლე გადაწყვეტილებას 10:00 საათზე გამოაცხადებს

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში - მოსამართლე გადაწყვეტილებას 10:00 საათზე გამოაცხადებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. გიორგი ვაშაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ბრალდება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ისჯება. სასამართლოში მისვლას არ აპირებს თავად პოლიტიკოსი.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გამოძიება სულ 8 ოპოზიციონერ ლიდერს ედავება, მათგან 3 - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ზურა გირჩი ჯაფარიძე უკვე მსჯავრდადებულები არიან, დანარჩენი 5 პოლიტიკოსი კი მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინშია.