ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას, ოპოზიციის წევრები უსაგნო და უშინაარსო კითხვებს სვამენ, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წევრები მძიმე განცხადებებს აკეთებენ.
„კითხვების დასმაზე რომ გადავიდნენ, უსუსურად გამოიყურებიან, კითხვას სვამდნენ კითხვისთვის, უსაგნოს და უშინაარსოს.
გუშინ ამტკიცებდნენ, რომ 1633-ე ევროსაბჭოს რეზოლუცია არის ქართული დიპლომატიის გამარჯვებაო. დღეს ასეთი რაღაც თქვეს - ამ რეზოლუციით ფაქტები არის დადგენილიო. ანუ თურმე, ის, რომ კასეტური ბომბის გამოყენება ფაქტი ყოფილა და ამას აღიარებდნენ, ის, რომ რუსეთის ჯარების საქართველოში შემოიჭრა, ეს თავდასხმა და აგრესია კი არ იყო, არამედ თურმე ეს იყო 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვაზე რეაქცია მათი მხრიდან. ასეთ მძიმე განცხადებებს აკეთებენ“, - აღნიშნავს გიორგი კახიანი.