„ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს...“ - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1750361890
შემოსავლების წყაროების და საქმიანობის დამალვის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი ბაია პატარაიას განცხადებას, რომელმაც ორი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ორგანიზაცია "საფარის" არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია.
საბაბად პატარაიამ ბენეფიციარების პირადი მონაცემების დაცვა დაასახელა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი ბევრი აქვთ, რადგან მათი დაფინანსება არასწორად იხარჯებოდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს არქივის განადგურება და ამისთვის არც სისხლის სამართლის დანაშაულს ერიდებიან.
"ის, რომ სავარაუდო დანაშაულთანაც კი შეიძლება გვქონდეს საქმე, როდესაც ამ ინფორმაციის განადგურებაზე და ასეთ ქმედებებზეა საუბარი სრულიად გაუგებარი არგუმენტებით, ეს ბევრ კითხვას აჩენს საზოგადოებაში. მათ ეს ფაქტი ახსნეს იმით, რომ თითქოს, ცდილობდნენ კონკრეტული პირების პერსონალური ინფორმაციის დაცვას, რაც სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია, რადგან მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მიიღებს, არის კონფიდენციალური და პირიქით - კანონით ვალდებულება გააჩნია სახელმწიფო უწყებას, რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს.
ყველა შემთხვევაში, პერსონალური ინფორმაციები არის სრულიად დაცული. როდესაც, მიუხედავად ამისა, ასეთი არგუმენტით ამბობს, რომ იქ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო, როგორც ჩანს, იმ ორგანიზაციის შიგნით. არადა, საუბარია იმაზე, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს სჭირდება ინფორმაცია მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას და შემდეგ, ეს ორგანიზაცია ვის უხდის ამ თანხებს," - განაცხადა გიორგი კახიანმა.