საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
1750438800
ირანი მზად არის, განიხილოს ურანის გამდიდრების შეზღუდვის საკითხი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც „როიტერი“ წერს, წყაროს თქმით, ევროპული სახელმწიფოების როლი ახლა უფრო თვალსაჩინოა, რადგან თეირანს ახლა არ სურს ურთიერთობა აშშ-თან ისრაელის თავდასხმების გამო.
„ჩვენ უნდა მოვუსმინოთ E3-ს ( გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) ინიციატივებს ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს ირანელი მაღალჩინოსანი.
მისივე თქმით, ურანის გამდიდრებაზე სრულად უარის თქმა არ განიხილება.
აღსანიშნავია, რომ დღეს ირანის საგარეო საქმეთ მინისტრი აბას არაღჩი ჟენევაში დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასიც.