გიორგი კახიანი ელენე ხოშტარიას მამის ანგარიშზე რუსეთიდან ჩარიცხულ თანხაზე: საუბარია საკმაოდ დიდ თანხებზე, ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი. ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალების დაანონსებულ ე.წ. „მშვიდობიან დამხობებს“

 გიორგი კახიანი

საუბარია საკმაოდ დიდ თანხებზე, ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი. ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. „მშვიდობიან დამხობებს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ელენე ხოშტარიას მამის ანგარიშზე რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებს.

მისი თქმით, ეს საკითხი მოკვლევის საგანი უნდა გახდეს.

„თვითონ თანხებიც კითხვას აჩენს. საუბარი არის საკმაოდ დიდ თანხებზე. ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი. ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. „მშვიდობიან დამხობებს“, რევოლუციებს და ა.შ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისითაც ეს გარკვეული მოკვლევის საკითხი უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 15 სექტემბერს დააკავა.

ამასთან, „ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში მისი მამის, გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლარის ეკვივალენტია.