„გამოეთიშებით ფინალს...“ - საგანგებო გაფრთხილება „ჰაუსის“ მონაწილეებს
1771341342
„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მოვლენები იყო მართული. თითქოს ახალი არაფერია ამაში, მაგრამ ეს კიდევ ერთი მტკიცებაა და დამაჯერებლობის ხარისხი კიდევ უფრო მეტია, როდესაც შტატების ყოფილი ჩინოვნიკი ამაზე ღიად საუბრობს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ბენცის განცხადება.
„დღის ქრონიკასთან“ საუბრისას გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ეს განცხადება არის მტკიცებულება იმის, რასაც ხელისუფლება ამბობდა, რომ „გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებული პროცესები იყო გარედან მართული და ის აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ ფინანსდებოდა.
„ამ მიმართვაში იგი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მოვლენები იყო შეერთებული შტატების იმ დროინდელი ადმინისტრაციის მხრიდან მართული პროცესები. ეს პიროვნება იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ჩინოსანი და ზუსტი ინფორმაცია აქვს იმაზე თუ რა ხდებოდა, მათ შორის საქართველოშიც. ამაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, რომ ეს არ იყო გულწრფელი პროცესები. ეს იყო დაფინანსებული, მართული. ამ პროცესში ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც მაშინ ვერ ხვდებოდა და შეიძლება მაშინ მართლა ვიღაცას ეგონა, რომ რუსული კანონის მიღებაზე და ვითომ დემოკრატიულ უკუსვლაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს პროცესები იმართებოდა და ფინანსდებოდა აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის მიერ. მათ ჰყავდათ აქ აგენტები, რომლებიც ამ პროცესებს მართავდნენ. თითქოს ახალი ხომ არაფერია ამაში, მაგრამ ეს კიდევ ერთი მტკიცებაა და დამაჯერებლობის ხარისხი არის კიდევ უფრო მეტი, როდესაც შეერთებული შტატების ყოფილი ჩინოვნიკი ამაზე ღიად საუბრობს, მე მგონი ყველაფერი გასაგებია. დროთა განმავლობაში ეს ხდება, სიმართლე არასდროს იმალება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
როგორც ბენცმა აღნიშნა, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ. მისივე განმარტებით, აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ სხვა ქვეყნებმა არ იცოდნენ, ვინ ფინანსდება აღნიშნული სტრუქტურების მიერ, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა. ბენცი ასევე საუბრობს ორმაგ სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა ამერიკაში წლებია მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებისთვის აკრიტიკებს.