ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართულ „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალის“ ფარგლებში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
მან ფორუმის მონაწილეებს ინკლუზიური მსოფლიოს ჩამოყალიბების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.
„ჩემთვის დიდი პატივია, 2025 წლის „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალზე“ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ქართველ ერს წარმოვადგენდე. გლობალური ცივილიზაციათა დიალოგი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც ერთა შორის და პირველ რიგში, კულტურათა დიალოგს ისახავს მიზნად“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მან ჩინეთზე, როგორც უძველესი ცივილიზაციის, უნიკალური კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაზე ისაუბრა, რომელმაც ყველა სფეროში განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. როგორც მან აღნიშნა, კულტურა ერის სახეა და მისი განვითარების მრავალფეროვნებას ადასტურებს.
„საქართველო, ისევე როგორც ჩინეთი, უძველესი სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გზასაყარზე მდებარეობს. უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო ყოველთვის ევროპულ და აზიურ კულტურათა თავშეყრის ადგილი იყო. თუმცა, ქართულ კულტურას არასდროს დაუკარგავს საკუთარი უნიკალურობა და ის ყოველთვის ყველა ერისგან განსხვავებული და თვითმყოფადი, უწყვეტ ტრადიციებზე დაფუძნებული იყო“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი და სავაჭრო-ეკონომიკური ხიდი აზიასა და ევროპას შორის, მათი გაზიარების სივრცე იყო.
„დღეს მსოფლიოში რთული დროა. საერთაშორისო ურთიერთობები მყიფეა. კულტურას ერებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღება შეუძლია. მსოფლიოს ერთა შორის კულტურათა დიალოგი მეტ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს წარმოშობს, მიტევებისა და კომპრომისისკენ, დაახლოებისკენ უბიძგებს, რაც სამყაროს ბევრად უფრო მშვიდობიანს გახდის“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.