რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს.
„ყოველთვის, როდესაც იქნება დეზინფორმაცია, ფაქტების დამახინჯება, მცდელობა, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
პერსონალური სანქციები და სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დასჯის მოთხოვნა - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა დეპუტატ რასა იუკნევიჩიენეს მოხსენებას მხარი დაუჭირა.