გიგა ფარულავა: „ოცნების“ პირობებში არავის აქვს გარანტია, რომ თანამდებობას გარკვეული ვადით შეინარჩუნებს, გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელებაა

გიგა ფარულავა

გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელებაა, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვა თანამდებობის პირები მიჰყვნენ. დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე ნეგატიურად მოქმედებს, როდესაც ყოველ 6-7 თვეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იცვლება.

„„ოცნების“ პირობებში არავის აქვს გარანტია, რომ კონკრეტულ თანამდებობას გარკვეული ვადით შეინარჩუნებს. დღეს იქნება თუ ხვალ დილით, ამ ადამიანებს, შეიძლება, თანამდებობის დატოვება მოუწიოთ – არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ სხვების გადაწყვეტილებით. გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელებაა, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვა თანამდებობის პირები მიჰყვნენ. დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი.

ქვეყნის ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე ნეგატიურად მოქმედებს, როდესაც ხელისუფლებას ერთიანი ხედვა, ერთიანი სტრატეგია არ აქვს და ყოველ 6-7 თვეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იცვლება. რა თქმა უნდა, ეს საზიანოა, როგორც უშუალოდ ამ კონკრეტული ინსტიტუტისთვის, ისე სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ფარულავამ.

გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. როგორც გელაძე აღნიშნავს, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.