„შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა... შემოტრიალდა და...“ - ლევან ჯანგველაძის მკვლელმა დუმილი დაარღვია
1760358686
2020 წლიდან ყიჟინაა იმასთან დაკავშირებით, როგორმე, მამაკაცური ძალა შეიკრიბოს, ბოლოს, მამაკაცური ძალა 4 ოქტომბერს შეკრიბეს და გაავებულებმა შეტევისკენ მოუწოდეს, ის ღობე გათვლილი არ არის იმისათვის, რომ გაავებული, გააფთრებული მასა დაეტაკოს და გადაანგრიოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პრემირ-მინისტრიდან დაწყებული რიგით პოლიციელამდე დამთავრებული, აქციის მონაწილეებს ყველა აფრთხილებდა, რომ აქცია ძალადობობრივი არ ყოფილიყო.
„ეს იგივეა თქვა, „დანა დავარტყი და მოკვდა იმიტომ, რომ მეგონა, ჯავშანჟილეტი ეცვა და თურმე, არ აცვია. ხომ არ მოკდებოდა ჯავშანჟილეტი რომ სცმოდა?“. გაფრთხილება რომ არ ყოფილიყო, რომ მიღებული იქნებოდა ყველანაირი ზომა, რასაკვირველია, შეიძლებოდა რაღაც ეჭვი შეგვეტანა იმაში, რომ ღობე გადახერხეს. ეგ კი არა, პოლიციის ლენტით რომ არის შემოსაზღვრული და წერია – „არ გადაკვეთო“ ის არ უნდა გადაკვეთო. მით უმეტეს, თუ პრემირ-მინისტრიდან დაწყებული რიგით პოლიციელამდე დამთავრებული, ყველა აფრთხილებდა საკმაოდ თბილი სიტყვებით. იმაზე საუბარი, რომ ღობე სუსტად იყო, უნიათო თავის მართლების მცდელობას ჰგავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.