პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
კვლევები გვიჩვენებს, რომ გამოყენებული არ ყოფილა ასეთი მომწამლავი ნივთიერება და შსს-ს საერთოდ არ აქვს. ყველაფერზე ფოტოს იღებენ და იმ თუთიყუშისთვის მაინც გადაეღოთ, რომელსაც ბუმბული დაცვივდა ან იმ ძაღლისთვის, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია.
„სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, რადგან „ბიბისი“ იქნება თუ სხვა, ასეთი დეზინფორმაცია არ უნდა შერჩეს. ნაჩვენები კადრები ლაბორატორიის ხედებს მოიცავს, სადაც თითქოს კვლევები ჩატარდა. ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ, არანაირ კვლევას არ ეყრდნობიან. კვლევები გვიჩვენებს, რომ ასეთი მომწამლავი ნივთიერება გამოყენებული არ ყოფილა და შსს-ს საერთოდ არ აქვს. ყველაფერზე ფოტოს იღებენ და იმ თუთიყუშისთვის მაინც გადაეღოთ ფოტო, რომელსაც ბუმბული დაცვივდა ან იმ ძაღლისთვის, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა. სარჩელზე მუშაობა დაწყებულია. არავის სიამოვნებს, როცა უწევს, ადამიანების მიმართ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი გამოიყენოს. პროპაგანდის ტრენდი, რომელიც ამ მედიასაშუალებებმა შეარჩიეს, იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არაჰუმანურია ადამიანის მიმართ რაიმე ზემოქმედების მქონე ნივთიერების გამოყენება. არც ხელ-ჯოხის გამოყენებაა ჰუმანური, მაგრამ ვინც ამ ჯახს ორგანიზებას უკეთებს, პასუხისმგებლობა უფრო მათზეა, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომელიც ამაში მონაწილეობს. ვინც ქუჩაშია გამოსული და რაღაცას აპროტესტებს, ხშირ შემთხვევაში, ბრმა იარაღი არიან იმ ადამიანების ხელში, ვინც ამის ორგანიზებას აკეთებს. ზუსტად იციან, რომ რაღაც ნივთიერება გამოყენებული იქნება – წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. ევროპაში ადამიანები ცხენებით გადათელეს და ძაღლები მიუქსიეს. პასუხი იმათ მოსთხოვეთ, ვინც ადამიანებს ექსტრემიზმის გეგმას უსაფუძვლოდ უნერგავენ და თან აბსოლუტურად უმიზეზოდ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.