პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
ბიუჯეტის მესამედზე მეტი არის დათმობილი სოციალური საკითხებისთვის, გარდა ამისა, აქ სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შემუშავდა მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად ფართოდ არის ასახული სოციალური პრიორიტეტები.
„ბიუჯეტის მესამედზე მეტი არის დათმობილი სოციალური საკითხებისთვის, ეს არის მათ შორის ჯანდაცვის თემები, სოციალური საკითხები და ა.შ. მესამედზე მეტი განკუთვნილია სოციალური პრიორიტეტების დაკმაყოფილებისთვის. გარდა ამისა, აქ სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც. 8 მილიარდზე მეტია კაპიტალური დანახარჯები, რაც მთლიანობაში გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამასთანავე ეკონომიკის სტიმულირებას. აქ არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული რეფორმების, მათ შორის განათლების რეფორმის განხორციელებასთან და ა.შ. ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.