პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და პაატა ბურჭულაძის პროცესი მიმდინარეობს.
პარალელურად სასამართლოში განიხილეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 20-მდე პირის საქმე, რომელთაც ბრალი წარდგენილი აქვთ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდებასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ჩადენილ დანაშაულს ყველა პასუხს აგებს.
"პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი განხორციელება უნდოდათ 4 ოქტომბრის მონაწილეებს. პირდაპირ შტურმით უნდოდათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღება, არავის ეს მათთვის არ დაუძალებია და რა თქმა უნდა, ისინი ამაზე პასუხს აგებენ, თუ ვინმე თვლის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული ამბავია, ჩვენ ვერავის ვერ ავუკრძალავთ ილუზიებში ცხოვრებას,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.