გია აბაშიძე: კორუფციასთან დიდი ბრძოლა დაიწყო - მამუკა მდინარაძისა და მისი გუნდის სუსში მოსვლისთანავე, დაკავებულია მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი

გია აბაშიძე

პარლამენტში დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ შემთხვევით არ ახსენა, რომ ვერცერთ პარტიასთან აფილაცია ვერ იქნება კორუმპირებული ჩინოსნის ე.წ. ინდულგენცია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საზოგადოება მოუთმენლად ელის მის ხარჯზე უკანონოდ გამდიდრებულ ცალკეულ გაქსუებულთა განეიტრალებას, ასევე ანტისახელმწიფოებრივი ნაცელემენტების ალაგმვას.

“ცეცხლი აინთო, კორუფციასთან დიდი ბრძოლა დაიწყო - მამუკა მდინარაძისა და მისი გუნდის სუსში მოსვლისთანავე დაკავებულია მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი. პარლამენტში დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ შემთხვევით არ ახსენა, რომ ვერცერთ პარტიასთან აფილაცია ვერ იქნება კორუმპირებული ჩინოსნის ე.წ. ინდულგენცია. საზოგადოება მოუთმენლად ელის მის ხარჯზე უკანონოდ გამდიდრებულ ცალკეულ გაქსუებულთა განეიტრალებას, ასევე ანტისახელმწიფოებრივი ნაცელემენტების ალაგმვას.” - წერს აბაშიძე.