მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
„ეს იყო ინსტიტუციური მარცხი, ეს იყო არაკომპეტენტურობის და უცოდინრობის შერწყმა, როდესაც უბრალოდ ყველაფერი დაუმორჩილეს ძალიან მარტივ პიარ გეგმას, რომ სააკაშვილი უნდა ჩასულიყო, შესულიყო ცხინვალში, დაედგა ტრიბუნა, დროშები უკან, ახალგაზრდები ტაშს დაუკრავდნენ და აქ უნდა გამოეცხადებინა, რომ ცხინვალი საქართველოა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა აგვისტოს ომზე საუბრისას, "რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემაში "ისტორია დეტალებში" განაცხადა.
"სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ თქვა, რომ აბსოლუტურად შეგნებულად ჩააბარა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% მიხეილ სააკაშვილმა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ძალიან ძნელია არ დაეთანხმო სალომე ზურაბიშვილს. თუმცა, სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, იქ რაც ხდებოდა, ეს იყო ინსტიტუციური მარცხი, ეს იყო არაკომპეტენტურობის და უცოდინრობის შერწყმა, როდესაც უბრალოდ ყველაფერი დაუმორჩილეს ძალიან მარტივ პიარ გეგმას, რომ სააკაშვილი უნდა ჩასულიყო, შესულიყო ცხინვალში, დაედგა ტრიბუნა, დროშები უკან, ახალგაზრდები ტაშს დაუკრავდნენ და აქ უნდა გამოეცხადებინა, რომ ცხინვალი საქართველოა, მან აასრულა თავისი წინასაარჩევნო დაპირება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.