დღეს გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, თუმცა საქართველოს საკითხის განხილვა დღის წესრიგში შეტანილი არ არის - პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

დღეს გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, თუმცა საქართველოს საკითხის განხილვა დღის წესრიგში შეტანილი არ არის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩმა არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საუბარი მაინც შედგეს.

„დღეს, 17 აპრილს ევროპელი ლიდერები ირკიბებიან ბრიუსელში. გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩაინიშნა. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, რომელსაც ლიდერები განიხილავენ. ისინი ძირითადად ეხება ევროკავშირის შიდა მოვლენებს, მაგრამ ასევე ლიდერებს გეგმაში აქვთ, განიხილონ უკრაინის საკითხი, აგრეთვე, ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან. ასე რომ, საქართველო არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ არ გამოვრიცხავ და ყოველთვის შესაძლებელია, რომ ლიდერებმა ასევე ისაუბრონ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ლიდერების გადასაწყვეტია, რა განიხილება მათ შეხვედრებზე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს 17 აპრილის სხდომაზე განიხილონ.