7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ვეისალ თიფიოღლუს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.
გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულია აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის თურქულ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის.