გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
ჩვენ საზოგადოებას დავპირდით რვა თვის წინ, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და განვახორციელებდით უკომპრომისო ბრძოლას, შედეგიც სახეზეა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მხოლოდ 2025 წელს 5000-ზე მეტი ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანი იქნა დაკავებული, ხოლო 2000-ზე მეტი ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი.
„მხოლოდ მიმდინარე წელს შემიძლია გითხრათ, რომ 300-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული ადამიანი არის დაკავებული და მინდა, კიდევ ერთხელ დავპირდე საზოგადოებას, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ უმკაცრეს პოლიტიკას, როგორც საპოლიციო ღონისძიებების, ისე საპრევენციო ხასიათის ღონისძიებების“, – განაცხადა გელაძემ.