მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდი იცვლება
1754659025
გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელო“ ალეკო ელისაშვილთან ერთად თბილისის მერობის კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს. საბოლოო კანდიდატის შესარჩევად პარტიამ კვლევა იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციას დაუკვეთა.
სოციოლოგი „ქრონიკასთან“ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა კვლევის შესახებ ინფორმაციას არ უარყოფს.
„ქრონიკა“ ასევე დაუკავშირდა მერაბ სეფაშვილის პროდიუსერს, რომელიც სეფაშვილის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ „ლელოს“ მიერ შერჩეული კანდიდატები ოპოზიციის რეალურ სახეს აჩვენებს.