გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გზებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლის აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა

კომიტეტი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, გზებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლის აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა.

კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ გააცნო. მისი თქმით, კონტროლი თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხორციელდება.

მომხსენებელმა გზებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელების მეთოდებზე, პროცედურებზე, სანქციებსა და ინსპექტირების შედეგებზე ისაუბრა. ლევან ჯღარკავამ გამოვლენილი დარღვევების მზარდ დინამიკას გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, ეს არა მხოლოდ ავტომობილების გაუმართაობაზე, არამედ კონტროლის ეფექტიანობის გაზრდაზე მიუთითებს.