ოსკარი 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია - ნახეთ სია
1773636189
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მორიგ სხდომას გამართავს.
როგორც ცნობილია, დღეს საცალო ქსელების მსხვილ წარმომადგენლებთან გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა. კომისიის შეკითხვებს უპასუხებენ "კარფურის", "ნიკორას", "დეილი ჯგუფის" და "ორი ნაბიჯის" წარმომდგენლები. დღეს ასევე იგეგმება ბენზინგასამართი სადგურებისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაც.
მიმდინარე პროცესთან მიმართებით, დადებითი მოლოდინები აქვს მმართველ გუნდს და მის მთავარ მიზნად აღნიშნული სისტემის გაჯანსაღებას ასახელებს.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მზიანია, მათთან ერთად განიხილონ ბიზნეს პროცესები.
"ისინი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ფასწარმოქმნის პოლიტიკას. მათ ძლიერი მოლაპარაკების ძალა აქვთ. როდესაც ვსაუბრობდით ასიმეტრიულ ურთიერთობებზე, აქ აღნიშნულ ქსელებს მნიშვნელოვანი ძალა და უფლებები აქვთ, როდესაც ფასწარმოქმნის ჯაჭვში ურთიერთობებში შედიან მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან.
ჩვენი მიზანია, რომ მათთან ერთად გავიაროთ ბიზნეს პროცესები. განსაკუთრებული აქცენტები გამახვილდება კომერციულ ურთიერთობებზე, თუ როგორ კომერციული ურთიერთობა აქვთ ჯაჭვში, ასევე რა პირობებში ხდება ანაზღაურება დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან. ჩვენთვის საინტერესოა, რომ განიხილება საქონლის ბრუნვა და ის ბიზნეს პროცესები, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახება ერთეულის ფასში", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.