გაფართოების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს ნატოში, მაგრამ გვაქვს მისწრაფება და აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ იმ დროისთვის, როცა გამოცხადდება გაფართოების შემდგომი ტალღა, რომელიც მეტ სარგებელს მოგვიტანს - გიორგი ზურაბაშვილი

გიორგი ზურაბაშვილი

დღეისთვის ისეთი მდგომარეობაა, რომ გაფართოების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს ნატოსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია მისწრაფება, აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად იმ დროისთვის, როცა იქნება გამოცხადებული გაფართოების შემდგომი ტალღა, რომელიც ჩვენ უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რეალობა ძალიან ცვალებადია, იცვლება საერთაშორისო მექანიზმები, ის მიდგომები, რომელიც ადრე იყო ჩამოყალიბებული და შესაბამისად, არ უნდა ვიჩქაროთ:

"გაწევრიანებას რაც შეეხება, ეს არ არის მხოლოდ ერთი მხარის სურვილი. დღეისთვის ისეთი მდგომარეობაა, რომ გაფართოების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს ნატოსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია მისწრაფება, აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად იმ დროისთვის, როცა იქნება გამოცხადებული გაფართოების შემდგომი ტალღა, რომელიც ჩვენ უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს. რეალობა ძალიან ცვალებადია - ვხედავთ რამხელა ტექტონიკური ძვრები მოხდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. იცვლება საერთაშორისო მექანიზმები, ის მიდგომები, რომელიც ადრე იყო ჩამოყალიბებული. არ უნდა ვიჩქაროთ, უნდა დაველოდოთ. ჩვენ ვართ ოკუპაციის ქვეშ, გვყავს უცხო ქვეყნის ჯარი საქართველოში - ასე რომ დღეისთვის, ჩვენ აბსოლუტურად დაუცველები ვართ. თუმცა, მისწრაფება, რომ გავხდეთ ნატოს წევრი, ეს არის აუცილებელი, რადგანაც ეს გვეხმარება ჩვენი ჯარის განმტკიცებაში და იმ დროისთვის, როცა იქნება გამოცხადებული ნატოს გაფართოების შემდგომი ტალღა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმ დროისთვის,"- აცხადებს გიორგი ზურაბაშვილი.