ფინელი პოლიტიკოსი საკარი ლინდენი: ნეიტრალიტეტის დამსახურებით ფინეთმა მიიღო უსაფრთხოება, კეთილდღეობა და განვითარება. 2022 წელს კი გადავწყვიტეთ, რომ ნატოში გაწევრიანებაზე განცხადება გაგვეკეთებინა და 2023 წელს ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ფინეთისთვის სრული კატასტროფა აღმოჩნდა

საკარი ლინდენი

ფინელმა პოლიტიკოსმა საკარი ლინდენმა, რომელიც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმში მონაწილეობდა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იმ შედეგებზე ილაპარაკა, რომელიც ფინეთს ნეიტრალიტეტმა და შემდეგ კი ნატოში გაწევრიანებამ მოუტანა.

მისი შეფასებით, ნატოში შესვლა ფინეთისთვის კატასტროფული აღმოჩნდა.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ ნეიტრალიტეტის დამსახურებით ფინეთმა მიიღო უსაფრთხოება, კეთილდღეობა და განვითარება. 2022 წელს კი გადავწყვიტეთ, რომ ნატოში გაწევრიანებაზე განცხადება გაგვეკეთებინა და 2023 წელს ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ფინეთისთვის სრული კატასტროფა აღმოჩნდა. ამ ეტაპზე მე იტყვოდი, რომ ფინეთი აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ნაბიჯ-ნაბიჯ ვკარგავთ კეთილდღეობასაც. ასევე ვიტყოდი, რომ ჩვენი უსაფრთხოება მორღვეულია. ჩვენ ვართ ნამდვილი საფრთხის წინაშე, რომ ომში ჩაგვითრიონ დასავლური ინტერესების და არა ფინური ინტერესების გათვალისწინებით“, - აცხადებს საკარი ლინდენი.

✕